22:46 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 11:38:38, 1299 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის გამოცდილება რეფორმებში და მისი კავშირები ინვესტორებთან გახდა მიზეზი, რამაც მისი მთავარ რეფორმატორად დანიშვნა განაპირობა.

„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია. მეორე მხრივ კი მას აქვს ძლიერი კავშირები ინვესტორებთან. ჩვენ განვიხილეთ საპენსიო რეფორმა და უკვე დროა, ის უკრაინაში განვახორციელოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics