2020-05-12 09:47:19, 1264 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება
საქართველოში დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება
აღნიშნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს.
შეგახსენებთ, რომ მეორე წელია რაც საქართველოში ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება. გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა 12 მაისის დასვენების დღედ გამოცხადებას.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან