|
2020-05-11 17:44:49, 1209 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების" გუნდი სრულად დაუჭერს მხარს იმ სისტემას, რომელიც შეთანხმდა მხარეებს შორის
„ქართული ოცნების" გუნდი სრულად დაუჭერს მხარს იმ სისტემას, რომელიც შეთანხმდა მხარეებს შორის“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ დღეს გადადგმული ნაბიჯი ემსახურება ერთადერთ მიზანს, სიმართლის გარკვევას, ვინაიდან, მისივე თქმით, ოპოზიცია ამტკიცებს საპირისპიროს, რაზეც მხარეები შეხვედრების დროს შეთანხმდნენ და რაც დოკუმენტშიც აისახა. „ჩვენს მიერ დღეს გადადგმული ნაბიჯი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს სიმართლე ბოლომდე, რადგან არ იშლიან ამდენი ტყუილის თქმას. უნდა თქვას ყველამ, რომ რაც წერია, ერთის მხრივ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ქმედება , რომელიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სასამართლოში, ასევე მართლმსაჯულებაში ჩარევად, ეს უნდა იქნას აღკვეთილი. აზრი ეს იყო, ეს წერია შავით თეთრზე და ისინი ამტკიცებენ აბსოლუტურად საპირისპიროს. თითქოს ამ ჩანაწერის მიღმა, 180 გრადუსით განსხვავებული შეთანხმება შედგა და თითქოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების თანდასწრებით მოხდა შეთანხმება არა ამაზე, რაც წერია, არამედ იმაზე, რომ მოხდეს პირიქით ჩარევა, პოლიტიზება და მოხდეს ჩარევა იმგვარად, რომ პრეზიდენტს, სასამართლოს, პროკურატურას ჩვენ დავაძალოთ რაღაცის გაკეთება, რაც წარმოუდგენელია და ამასთან დაკავშირებით, წერტილი უნდა დაისვას. ანუ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე დაეთანხმნენ იმათ ნარატივს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, რომ უნდა ჩავერიოთ და გამოვუშვათ ეს ადამიანები პატიმრობიდან, თუ რეალურად იყო ის, რაც წერია შავით თეთრზე და რაც შეთანხმდა რეალურად მხარეებს შორის და რასაც არავინ ეწინააღმდეგებოდა ხელმოწერის მომენტში. ეს დაიწყეს მასა შემდეგ, რაც უკვე დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ემსახურება იმას, რომ მოატყუონ საზოგადოება და რამენაირად დააბრალონ, თუ ჩავარდა ეს პროექტი და არ გავიდა საარჩევნო სისტემა ამ წესით, ეს დააბრალონ ხელისუფლებას. ჩვენ მზად ვართ, რო თავიდან ბოლომდე შევასრულოთ ყველა პირობა, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური და აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება პროექტს და იმ შემთხვევაში, თუ ჩავარდა, ეს ვისი პასუხისმგებლობა იქნება, ეს უკვე საზოგადოების თითოეული წევრისთვის ცნობილია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)