2020-05-11 14:41:44, 1049 ნახვა
კომენტარი
კალაძე - თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიცია ჩააგდებს, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიცია ჩააგდებს ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა.
მისი თქმით, თუ ცვლილებები ჩავარდა, არჩევნები ჩატარება უკვე არსებული სისტემით.
„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, „ქართული ოცნება“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არის სრულ მზადყოფნაში, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა და არჩვენების ჩატარებაც უკვე არსებული სისტემით მოგვიწევს“, - განაცხადა კახა კალაძე.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან