2020-05-11 13:38:35, 1298 ნახვა
კომენტარი
საბა ბუაძე - „ქართულ ოცნების“ მეორე გადაგდება სახელმწიფოს ძვირად დაუჯდება
პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა, რომ შემოდგომაზე ვნახეთ, „ქართულმა ოცნებამ“ როგორ იკადრა პოლიტიკისათვის უკადრებელი საქციელი და გადააგდეს საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი.
მისი თქმით, მეორე გადაგდება სახელმწიფოს ძვირად დაუჯდება.
„ის რომ „ქართულ ოცნების სიტყვას ფასი არ აქვს ჩვენ უკვე ვნახეთ შემოდგომაზე, როდესაც მათ იკადრეს პოლიტიკისათვის უკადრებელი საქციელი და გადააგდეს ჩვენი საზოგადობა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. მეორე გადაგდება სახელმწიფოს ძვირად დაუჯდება და მინდა ვურჩიო მათ, რომ ნუ გამოცდიან ხალხისა და პარტნიორების მხარდაჭერას“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან