19:42 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 11:17:22, 1259 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას

„ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო თუ პარტიული სტრუქტურების საქმიანობა დაკავშირებული იყო პანდემიასთან ბრძოლის საკითხებთან და მიმართული იყო ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, ასევე სოციალური პრობლემების სწრაფად გადასაწყვეტად და ქვეყნის ეკონომიკის დროულად ასამუშავებლად.

დღეს გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საკითხებს , რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად. უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 8 მარტს  პოლიტიკურმა პარტიებმა, ელჩების თანდასწრებით შეთანხმება გავაფორმეთ.

როგორც მოგეხსენებათ ამ შეთანხმებით თითოეულმა მხარემ ავიღეთ ვალდებულება, რომ შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზრუნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდება.

„ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებას. სამწუხაროდ, შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics