2020-05-11 10:51:33, 1204 ნახვა
კომენტარი
მარინა ეზუგბაია - მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს შეზღუდვების პერიოდში არსებული დაცვის საშუალებების გამოყენება
„მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს შეზღუდვების პერიოდში არსებული დაცვის საშუალებების გამოყენება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მართალია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მსუბუქდება, მაგრამ იმავე პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ სიტუაციას.
„მოსახლეობა ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს როგორც ადრე გვქონდა ჩვენ და შედეგებიც ამასთან დაკავშირებით უკეთესი დაიდო. მართალია შეზღუდვები შემსუბუქდება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს შეზღუდვების პერიოდში არსებული დაცვის საშუალებების გამოყენება და ცხოვრების წესი არ უნდა შევიცვალოთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან