|
2020-05-08 20:44:47, 7199 ნახვა
სხვადასხვა
გერმანიაში ჰომოსექსუალობის მკურნალობა დასჯადი გახდა
გერმანიაში ჰომოსექსუალობის, თერაპიით ან პრეპარატებით მკურნალობა დასჯადი გახდა. სასჯელი განისაზღვრა, 30 ათასი ევროთი ან თავისუფლების აღკვეთით ერთი წლით. ბუნდესტაღმა დაამტკიცა აკრძალვა ეგრეთწოდებულ თერაპიულ მკურნალობაზე, რომლის მიზანია, შეცვალოს ადამიანის ორიენტაცია ჰომოსექსუალობიდან ჰეტერესოქსუალობამდე. ამრიგად დაუშვებელი გახდა სამედიცინო ჩარევა, რომელიც მიმართულია ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერის შეცვლისაკენ. მათ შორის, დაისჯება აგიტაცია, რომელიც ასევე ჰომოსექსუალობის თერაპიული მკურნალობით ჩანაცვლებას გულისხმობს. კანონი ძალაში, ზაფხულშის ბოლოს შევა და სანქცირებას დაექვემდებარება ყველა პირი, ჯგუფი თუ ორგანიზაცია, ვინც ჰომოსექსუალობას ავადმყოფობად მოიხსენიებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა გერმანიის ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ. კანონის წარდგენამდე გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობის პრეპარატული თერაპიით მკურნალობა, იწვევს ადამიანის ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას, რაც დაუშვებელი და მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დეკემბერს მალტა პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც "ჰომოსექსუალობისგან განკურნების" მიზნით, თერაპიების ჩატარება აკრძალა. მედიკოსები, რომლებიც თერაპიებს "ჰომოსექსუალობისგან განკურნების" მიზნად ჩაატარებენ, 10 000 ევროს ჯარიმის გადახდა და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოუწევთ. ისინი, ვინც ლგბტ პირების ქმედებებს სხვა მხრივ შეზღუდავენ, 1 000-დან 5 000 ევრომდე დაჯარიმდებიან და ციხეში 1 წელზე ნაკლებ დროს გაატარებენ. ცნობისთვის, 1990 წელს, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ ( APA -the American Psychiatric Association ) განცხადება, რომ არ არსებობს შემობრუნების თერაპიის ქმედითობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი და მას ზიანის მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე სარგებელის. ინდივიდის სექსუალური ორიენტაციის შეცვლა არ ნიშნავს მხოლოდ მისი სქესობრივი ქცევის შეცვლას. ამას სჭირდება პიროვნების ემოციური, რომანტიკული და სქესობრივი გრძნობების შეცვლა და მისი თვითაღქმის, სოციალური თვითშეგნების რესტრუქტურიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)