11:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 17:24:22, 1732 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - კუბილიუსის განცხადება უსაფუძვლო და არაკომპეტენტურია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება არა თუ მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურიც.

მისი თქმით, ევროპარლამენტარის განცხადება, ერთი მხრივ, წარმოადგენს  აშკარა, ღია მხარდაჭერას იმ  დემაგოგიური პოლიტიკისას, რაც კუბილიუსის მოკავშირე პარტიას - „ნაცმოძრაობას“ გააჩნია, ხოლო მეორე მხრივ, ევროპარლამენტის ავტორიტეტის შეურაცხყოფაცაა, ვინაიდან ეს არ არის თვითონ ევროპარლამენტის პოზიცია.

„შეთანხმების ნაწილი ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემა  ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ ჯერ ეს ერთი, კონკრეტული ბრალდებები აქვთ წაყენებული და ეს ბრალდებები დამტკიცებულია. აქედან გამომდინარე კუბილიუსის განცხადება არა თუ მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურია, ასე ვთქვათ. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას შეუძლია კონკრეტული ბრალდებები მოუხსნას კონკრეტულ პიროვნებებს და რაღაცა კონიუნქტურული მოსაზრებებით ამასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილებები.

ეს მისი პირადი პოზიციაა და რა ვალდებულებები აქვს ნაციონალური მოძრაობის მიმართ ამ კონკრეტულ პიროვნებას, ჩემთვის გაუგებარია. თუ არა რაღაც პოლიტიკური მოკავშირეობა, სხვა რა უნდა არსებობდეს. მაგრამ ესოდენ დიდი გადაცდომა გარკვეული სტანდარტიდან, მაფიქრებინებს, რომ დაუფიქრებელი არ არის ეს ნაბიჯი, გარკვეულ მიზანზეა ორიენტირებული და ეს მიზანი არის ყველა შესაძლებელი  მექანიზმით კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ნაციონალური მოძრაობის კლასტერს საკმაოდ დაბალი პოლიტიკური რესურსი გააჩნია და ამ ხაზით იქნებ როგორმე შემოიტანონ რაღაც ახალი ელემენტები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზოგადად, ვწუხვარ, რომ ამ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს ამდენი შიდა და გარე გამოწვევების პირობებში, შიდა და გარე მტრების შემოტევების პირობებში, ემატება კიდევ ეს განცხადებაც, რომელიც ამ პერიოდში მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, თუნდაც იყოს არაკომპეტენტური", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ენდრიუ კუბილიუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს და მათ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics