|
2020-05-08 15:39:33, 1548 ნახვა
საზოგადოება
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და დაახლოებით, 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგაობების აღდგენის სამუშაოები იწყება. პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. თბილისის მერმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ასევე, პროექტის ავტორს, თემურ ტყემალაძეს მადლობა გადაუხადა. „ფონდ „ქართუსთან“ შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს დედაქალაქის გულის - მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტს, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ჩვენი მთავარი მიზანი მთაწმინდის ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამჟამად, მიმდინარეობს პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაოები. მსურს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ამ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. იმ ყველაფერს, რომელიც თბილისის მერიის მიერ ხორციელდება და ბევრი კომპონენტისგან შედგება, ეს მნიშვნელოვანი პროექტი ემატება. 2020 წელს ქალაქის მერიის მწვანე პოლიტიკის მიმართულებით, არაერთი პროექტია დაგეგმილი. თბილისს აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. საერთო ჯამში, დაახლოებით, 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება. სამუშაოების შედეგად, თბილისის ურბანული ტყე-პარკის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის შემუშავება, ასევე, საჯარო განხილვებისა და შესაბამისი მუნიციპალური შეთანხმებების შემთხვევაში, მომდევნო ეტაპების განხორციელება იგეგმება. კერძოდ, საპროექტო, სამშენებლო, საზედამხედველო, საექსპლუატაციო, მართვის კომპონენტების დეტალური დაგეგმარება და დაპროექტებული სამუშაოების შესრულება. პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფონდ „ქართუსა“ და ფონდ „განვითარება და გარემოს“ შორის დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. მემორანდუმი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცეული დეგრადირებული ტყეების აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, ფონდი „ქართუ“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დეგრადირებული ტყეებისა და ფართობების აღდგენის, ასევე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს 16 მლნ ლარის ფარგლებში დააფინანსებს. პროექტის დაწყებას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, ამ დრომდე არ არსებობდა თბილისის გეოგრაფიულ-კლიმატურ გარემოზე მორგებული ხე-მცენარეების სპეციალური ნუსხა, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა და დაამტკიცა. მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ხე-მცენარეების შერჩევა აღნიშნული ნუსხის მიხედვით მოხდა. პირველ ეტაპზე, შესაბამისი კვლევები ჩატარდება, რასაც შემდგომში მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის გაშენება-რეკულტივაციის პროცესი მოჰყვება.
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)