|
2020-05-08 13:15:43, 1197 ნახვა
საზოგადოება
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სადეზინფექციო დერეფანმა პილოტურ რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება
როგორც ცნობილია, სპეციალური პენიტენციური სამსახური მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს იმისთვის, რომ ახალი კორონა ვირუსისგან დაიცვას როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულები, ასევე სისტემის თანამშრომლები. ერთ-ერთი ასეთი პრევენციული ღონისძიებაა პენიტენციური დაწესებულებების სპეციალური სადეზინფექციო დერეფნით აღჭურვა. მიმდინარე წლის აპრილიდან, N8 პენიტენციური დაწესებულების შესასვლელში უკვე ფუნქციონირებს ასეთი სადეზინფექციო დერეფანი პილოტურ რეჟიმში, მიმდინარე თვის ბოლომდე კი იგეგმება საქართველოს ყველა პენიტენციური დაწესებულების იდენტური მოწყობილობით აღჭურვა. სადეზინფექციო დერეფანი სენსორულია და მასში შესულ ადამიანს ათი წამის განმავლობაში სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარს მთელ სხეულზე (მათ შორის თმაზე) ასხურებს, რის შედეგადაც დეზინფექცია უტარდება დერეფანში შესული ადამიანის სამოსს, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაძლო წყაროა. ეპიდემილოგების დასკვნით, სადეზინფექციო დერეფანი ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. სადეზინფექციო დერეფანში გამოიყენება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სერტიფიცირებული სპეციალური ხსნარი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელია. სადეზინფექციო დერეფანი კიდევ ერთი დამცავი ბარიერია, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში შემსვლელი ნებისმიერი პირი (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი, ადვოკატი, გამომძიებელი, პატიმარი თუ ნებისმიერი ვიზიტორი) გაივლის. ამასთან, სადეზინფექციო დერეფნის გავლის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში შემსვლელი პირი დაწესებულების შესასვლელში სპეციალურად მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადის შემოწმებას (თერმოსკრინინგი, ეპიდანამნეზის შეგროვება) და დაწესებულებაში მხოლოდ მას შემდეგ ხვდება, რაც ვირუსთან მიმართებაში ყოველგვარი ეჭვი გამოირიცხება.
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)