|
2015-08-19 11:38:42, 448 ნახვა
საზოგადოება
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
საქართველოს რეგიონებში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს ინიციატივით, მოსახლეობასთან ინტესიური შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, რეფორმის პროცესში ჩართული მხრეები -სამინისტროს, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარებისინსტიტუტის-IDFI წარმომადგენლები მარნეულში იმყოფებოდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ქვემო ქართლი მე-7 რეგიონია, სადაც ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშება. უწყების ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რეფორმის პროცესში ჩართულმა მხრეებმა,მოწვეულ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მნიშვნელობისა და უპირატესობის შესახებ.აღინიშნა, რომ ცვლილება ეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით იღებს. მაუწყებლობის ახალი ფორმატის მისაღებადსაჭიროა DVB-T2 სტანდარტის ტელევიზორი. სხვა შემთხვევაში დაგჭირდებათ ციფრული სიგნალის მიმღები ინდივიდუალური ხელსაწყო - სეთ-თოფ ბოქსი. ციფრული სიგნალის გარანტირებულად მისაღებად რეკომენდებულია შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრულიანტენა, ცალკეულ შემთხვევებში კი შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც. ციფრულ მაუწყებლობაზეგადასვლის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში გამართული შეხვედრის დასასრულს, რეფორმისპროცესში ჩართულმა მხარეებმა მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)