2020-05-08 11:17:17, 2107 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში ომში დაღუპულთა მემორიალს თავს დაესხნენ და ქართულად „ზაოდი“ მიაწერეს
იტალიის ქალაქ გრავინა ინ პულიას მერის, ალესიო ვალენტეს ინფორმაციით, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს თავს დაესხნენ და „ზაოდი“ მიაწერეს.
ამის შესახებ ქალაქის მერი „ფეისბუქის“ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს.
„ჩვეულებრივი იდიოტები არიან. პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს თავს დაესხნენ და სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა“, - წერს მერი.
როგორც ის აღნიშნავს, მემორიალი წარწერისგან უახლოეს საათებში გაიწმინდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,