|
2020-05-07 19:59:01, 1416 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ლატარია - ის რომ ფინანსთა სამინისტროს სსიპ-მა კონდინციონერი იყიდა ტყუილია, ის სერვერების გაგრილების სისტემაა
მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, 2 ცალ კონდიციონერში 147,300 ლარს იხდის. - კერძოდ: ხელშეკრულება, რომელიც 2020 წლის 1 აპრილს გაფორმდა, შპს “დელტა კონსალტინგის” მხრიდან სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისთვის 2 პრეციზიული კონდიციონერის მიწოდებას ითვალისწინებს. - ანალიტიკოსი და ეკონომისტი ირაკლი ლატარია ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, დანადგარები რომელიც უწყებებმა შეიძინეს სერვერის სისტემის გაგრილებისთვისაა საჭირო, რადგან პანდემიის დროს სახელმწიფო სერვერებს დიდი დატვირთვა აქვს და სერვერები დატვირთვას ვერ უძლებენ. (სიუჟეტი შეეხებოდა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ შესყიდვას - შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო პორტალი (RS); სახელმწიფო ფინანსების მართვის (ელექტრონული) სისტემა (PFMS); ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument); სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს კონსოლიდირებული და ინტეგრირებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა. ქვეყნის საფინანსო სისტემის რეფორმირებისა და განვითარების მიზნით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, სამსახური, ასევე, ახორციელებს მთელი რიგი ახალი ელექტრონული სისტემების შექმნას, გავრცელებას და სხვადასხვა საინფორმაციო სერვისის მიწოდებას საჯარო თუ კერძო სექტორის სუბიექტებისთვის. ამჟამად, COVID-19- ის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაში, სამსახური უზრუნველყოფს დისტანციურად მუშაობისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის უწყვეტად ფუნქციონირებას. სწორედ დისტანციურად მუშაობისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის ასევე, ელექტრონული სერვისების სტაბილურად და შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის საჭირო სერვისების მიწოდების მიზნით, აუცილებელი გახდა ქვეყანაში ერთ-ერთი თანამდეროვე კომპიუტერული ინფრასტუქტურით აღჭურვილი მონაცემთა შენახვისა და დამუშავების ცენტრისთვის (ე.წ. სასერვერო), აუცილებელი კომპონენტის - არსებული დაზიანებული გაგრილების სისტემის განახლება და გაძლიერება. - აცხადებს ირაკლი ლატარია. ეკონომისტის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ოპერატიულად განხორციელებისთვის, სამსახურის მიერ საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ სრული დაცვით განახორციელდა პრეციზიული კონდიციონერების შესყიდვა, თანმდევი მომსახურებით (დემონტაჟი/მონტაჟი/ინსტალაცია/ექსპლუატაციაში გაშვება) და გამარჯვებულ კომპანიასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორება.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)