|
2020-05-06 16:11:19, 14834 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსი და საქართველო - როგორ შეაჩერა ქვეყანამ აღდგომის შემდეგ მოსალოდნელი ეპიდემიის პიკი
საქართველოში, აღდგომის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ვარაუდობნენ, მაშინ, როდესაც ეკლესიამ უარი განაცხადა ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ზომების მიღებაზე. თუმცა სახელმწიფომ იპოვა გზა მასობრივი ინფიცირების შესაჩერებლად. კავკასიის რეგიონის ქვეყნებიდან, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად დაბალი მაჩვენებლი საქართველოში ფიქსირდება. 5 მაისის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 604 ინფიცირების, ხოლო 9 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა 3,7 მილიონიან მოსახლეზე. ხელისუფლების მიერ, ეპიდემიის შეკავების ხერხს ექსპერტები აქტიური რეაგირების მაგალითს უწოდებენ. თებერვალში, ნულოვანი პაციენტის გამოვლენის თანევე, საქართველომ ფრენები შეწყვიტა და საზღვრების ჩაკეტვა დაიწყო. მარტის დასაწყისში, კი დაიხურა სკოლები, გადაიდო კულტურული ღონისძიებები და დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტები. მარტის შუა რიცხვებისთვის, სასტუმროების უმეტესობა აღარ ფუნქციონირებდა, რესტორნები დაიხურა, ხოლო მასობრივი ღონიძიებები კი განუსაზღვრელი ვადით გადიადო. ყველაზე მეტი ხმაური, პანდემიის კონტექსტში აღდგომის დღესასწაულს მოჰყვა, რომელსაც წელს 19 აპრილს აღნიშნავდა მართლმადიდებლური ეკლესია. ღამის ლიტურგიაზე მასობრივი დასწრების, სასაფლაოებზე ტრადიციული რიტუალის ჩატარების და პანდემიის მოსალოდნელი აფეთქების თავიდან არიდება შეუძლებელი გახდებოდა. ადამიანებს არჩევნის გაკეთება მოუწევდათ, მოესმინათ რელიგიური ლიდერებისთვის თუ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაეცვათ. 19 აპრილს, საქართველოში 370 დაინფიცირებული და 3 გარდაცვლილი პაციენტი იყო რეგისტრირებული. 19 აპრილისთვის, უკვე თვეზე მეტი იყო გასული, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საქართველოში, მისი დარღვევის მცდელობა კი 860 ევროთი - 3000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებდა. საგანგებო მდგომარეობა, აღდგომამდე 20 დღით ადრე გამოცხადდა საქართველოში და დღემდე აქტიურია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს, შესაძლებელია მხოლოდ სასურსათო პროდუქტების და წამლების შეძენა, ძალაშია ე.წ კომენდანტის საათი და აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრა, 3-ზე მეტი ადმიანისთვის. სუპერმარკეტებში, აფთიაქებში და ბანკებში ნიღბის გარეშე შესვლა აკრძალულია. ქალაქებში, მთელი დღის განმავლობაში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. აკრძალვების შემოღების პირველივე დღიდან საქართველოში ათეულობით მოქალაქე დაჯარიმდა, მათ შორის ბოლნისის რაიონში, ტრადიციულ „სუფრაზე“ შეკრებილი ადამიანები. რის შემდეგაც ინფექციის გავრცელება უკონტროლო გახდა, სწორედ ამის გამო საქართველოს, სამხრეთ ნაწილში კარანტინი გამოცხადდა. ამ, ფაქტის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, სააღდგომო ლიტურგიის მოსალოდნელი შედეგის თავიდან აცილება. სახელმწიფომ პატრიარქთან მოლაპარაკება ვერ შეძლო, რასაც ისინი ერთი თვის განმავლობაში ცდილობდნენ, ხოლო 87 წლის პატრიარქი ტაძრების დახურვაზე უარს ამბობდა, მეტიც, კომენდანტის საათის მიუხედავად, მან განაცხადა, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პირადად ილია მეორე აღავლენდა სააღდგომო ლიტურგიას, რის გამოც ხელისუფლებას მოვლითი გზებით მოუწია ეპიდემიის შეკავებაზე ზრუნვა. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკლესიასთან ურთიერთობის დაძაბვას, სხვა გამოსავალზე ფიქირი ამჯობინა, რის მიზეზადაც ექსპერტები ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებს ასახელებენ. „თავიდანვე აშკარა იყო, რომ ღია კონფლიქტზე სახელმწიფო არ წავიდოდა, რადგან ეკლესია საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში. ამ პირობებში ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი იპოვა, კონკრეტულად კი ეტაპობრივად, მოსახლეობის მობილობის შეზღუდვა დაიწყო“, - აღნიშნა, სამხრეთ კავკასიაში „Heinrich-Böll-Stiftung“ - ის ფონდის ხელმძღვანელმა, შტეფან მაისტერმა. აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე 4 დიდი ქალაქი და სასაფლაოები ჩაიკეტა, რომელსაც მორწუნენი აღდგომის შემდეგ ტრადიციული რიტუალის ჩასატარებლად სტუმრობენ ხოლმე. ქალაქების შიგნით, კი მსუბუქი ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა. ეკლესიაში წასვლის მსურველებს მხოლოდ ერთი გამოსავალი ჰქონდათ დარჩენილი, წასულიყვნენ ტაძრებამდე ფეხით და დარჩენილიყვნენ ლიტურგიაზე დილის 6 საათამდე, ე.წ კომენდანტის მოხსნამდე. აღდგომის დღეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს უარი განუცხადა ეპასუხა კითხვისთვის, გადადიოდა თუ არა ვირუსი საერთო კოვზით ზიარების შემთხვევაში. გიორგი გახარიამ კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდა მოსახლეობას, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ თუ მორწმუნენი ლიტუგიას დაესწრებოდნენ საქართველო გარდაცვალებულთა რაოდენობას ვერ აუვიდოდა. ეკლესიების შესასვლელებთან სანიტაიზერის მოთავსება, მნიშვნელოვანი ფასეულობების, მრევლის ჯანმრთელობის, შემოქმედებასა და თავისუფლების გამოვლინებად ჩაითვალა. „ცოცხალი ღმერთი დახმარების მიღება, უფლებას გვაძლევს თითოეული სირთულე ღირსეულად გადავლახოთ და მეტიც გამარჯვების გარანტიით შევხვდეთ მას“, - განაცხადა დეკანოზმა, ფიოდრ გაგნიძემ. ფიოდრ გაგნიძის მსგავსი მღდელი საქართველოში არც თუ ისე ბევრია, პატრიარქის და სახელმწიფოს შორის აზრთა სხვადსახვაობის გამო, მორწმუნეები განსხვავებულ რეკომენდაციებს იძლეოდნენ. „მე არ მჯერა ვირუსის, მე მჯერა ღმერთის, შვილიშვილები უნდა გამოვკვებო, ამიტომ დღეს ნიღბების მაგივრად, ფქვილს ვიყიდი“, - განაცხადა პენსიონერმა, სოფიომ. 45 წლის, სასურსათო მაღზიის მენეჯერი, ლეილა სამსახურში ნიღბით დადის, ხოლო ეკლესიაში წასვლა, საკუთარ თავს თვითონ აუკრძალა. „მე მორწმუნე ვარ, დავდივარ ეკლესიაში, თუმცა ახლა არა. აღდგომას არ ვყოფილვარ, ვხელმძღვანელობ საღი აზროვნებით“, - განაცხადა ლეილამ. აღდგომიდან 10 დღის შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობა 511-ს შეადგენდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და ექვსს მიაღწია. „პლატომდე მივაღწიეთ, ინფიცირების პიკი აღარ იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. ინფიცირებულთა ყოველდღიური რიცხვი დასტაბილურდა და ოცდახუთის ფარგლებში მოექცა, რაც იმას ნიშნავს, რომ გატარებულმა ღონიძიებებმა, მედიკოსების ემოციურმა გამოსვლებმა და შეზღუდვებმა იმოქმედა. ქვეყანა უკვე კარანტინის ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე გადადის.
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)