14:16 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 16:02:11, 1389 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი ყანდიაშვილის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირზე - მუშაობდა იქ ადამიანი, ვხედავდი და უცებ აღმოჩნდა, რომ მელანდებოდა

მუშაობდა იქ ადამიანი, ვხედავდი და უცებ აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში მელანდებოდა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან კავშირი არ ჰქონია.

როგორც ჩუგოშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, ყანდიაშვილს პარტიაში წლების განმავლობაში ხედავდა.

„ძალიან გაკვირვებული ვარ, ამის გარდა, ყველაფერს ველოდი, რაზეც მამუკამ ისაუბრა. მუშაობდა იქ ადამიანი, ვხედავდი და წარმოუდგენელია, სიტყვებს ვერ ვპოულობ. როცა ადამიანი მუშაობს და უცებ აღმოჩნდა, რომ მელანდებოდა წლების განმავლობაში, ამას არ ველოდი ნამდვილად. პარტია ეძებს ობიექტს, რომლისკენაც ხელს გაიშვერს მაშინ, როცა „ფეისბუქმა“ არაერთი პროსამთავრობო ანგარიში გააუქმა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, მდინარაძის განცხადებაზე მხოლოდ ერთი რამ ახსენდება, "როცა სხვის თვალში ბეწვს ეძებ და საკუთარში დირეს ვერ ხედავ".

„მამუკას შეფასებას რაც შეეხება ამ ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი რამ მომდის თავში, როცა სხვის თვალში ბეწვს ეძებ და საკუთარში დირეს ვერ ხედავ. ათასობით ყალბ ანგარიშს გიუქმებენ და ეძებ, ვისკენ გაიშვირო ხელი. წარმოუდგენელია, სიტყვებს ვერ ვპოულობ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან არანაირი ოფიციალური და არაოფიციალური კავშირი არ ჰქონია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics