2020-05-06 13:03:49, 12483 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „რესი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინფიცირებული მამაკაცია, რომელიც 30 აპრილს რუსეთიდან ცხინვალში შევიდა.
მამაკაცი ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ინფიცირებული პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,