2020-05-05 23:56:26, 14794 ნახვა
ომი უკრაინაში
Covid-19 დაუდასტურდა ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეულ ორ ბავშვს
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიის პრესსამსახურის ცნობით, თეთრიწყაროდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ორივე მათგანი ბავშვია და ისინი თეთრიწყაროს კლასტერის კონტაქტები არიან. ანაკლიის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. ერთი შვიდი წლისაა, მეორე კი 4-ის. მათ დედას ვირუსი არ დაუდასტურდა.
ლაბორატორიაში 45 პაციენტის კვლევა დასრულდა. 43 პასუხი უარყოფითია. მოგვიანებით, კიდევ 41 პაციენტის პასუხი გახდება ცნობილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,