|
2020-05-05 17:19:40, 1357 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის პირველმა მოადგილემ გაეროს განვითარების პროგრამასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელზეც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომლები გადამზადდებიან და მოქალაქეთათვის სერვისების მიწოდების ახალ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ერთიანი მომსახურების ცენტრის რეფორმას, რომლის მიზანია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება. მიმდინარე რეფორმის პროცესში ცენტრის თანამშრომლებისთვის ტრენინგის ჩატარება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ. „პოლიცია მოქალაქეების სამსახურში დგას, განსაკუთრებით კრიზისის პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ ის აღჭურვილი იყოს საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით იმისთვის, რომ ადამიანებს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებსა თუ სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს, ეფექტური მომსახურება გაუწიოს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი 2018 წელს ჩამოყალიბდა და მოქალაქეებს 50-ზე მეტი სერვისით უზრუნველყოფს. მემორანდუმის ფარგლებში, UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ გადამზადების კურსები მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების საკითხებზე. გარდა ამისა, UNDP-ის დახმარებით, ერთიანი მომსახურების ცენტრი ასევე დანერგავს საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს - შეფასების ერთიან სისტემას (CAF), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 4500-მდე საჯარო უწყება წარმატებით იყენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 მილიონი აშშ დოლარის (4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ღირებულების პროექტის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, ასევე, სახელმწიფო სერვისების მიწოდება.
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)