16:08 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 15:10:57, 1284 ნახვა

კომენტარი
გაბუნია - ჩვენ ვართ გარდატეხის პერიოდში, როდესაც უნდა შევინარჩუნოთ ის რაც ამდენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ

თქვენი ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღეს ქვეყანამ მოახერხა ეპიდემიის შეკავება და საკმაოდ დიდი წარმატებით. ახლა ჩვენ ვართ გარდატეხის პერიოდში, როცა უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც ამდენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მანა ასევე მიმართა მედ პერსონალს, რომ თავს გაუფრთხილდნენ, რადგან თითოეული დაინფიცირებული ექიმი რადგან მათზე დგას ჯანდაცვის სისტემა.

"თქვენი ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღეს ქვეყანამ მოახერხა ეპიდემიის შეკავება და საკმაოდ დიდი წარმატებით. ახლა ჩვენ ვართ გარდატეხის პერიოდში, როცა უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც ამდენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ. ამ შემთხვევაში თითოეული თანამშრომელი, რომელიც სასწრაფო დახმარების სერვისში მუშაობს, არის პირველი ფრონტის წინა ხაზზე და პირველი შეტევა მოდის ამ თანამშრომლებზე. პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ დაცული, იმისთვის რომ მოახერხოთ ჩვენი დაცვა ამ შემოტევისგან. ამრიგად ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები. ის რომ პირადი დაცვის საშუალებები გვაქვს, ვიცით როგორ უნდა გამოვიყენოთ, ვიყენებთ და მაინც არის დაინფიცირების შემთხვევები, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. თავს უნდა გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ თქვენზე დგას ეს სისტემა და თითოეული დაინფიცირებული ექიმი არის ჩვენთვის საგანგაშო ნიშანი, იმენდად რამდენადაც ეს ნიშნავს დაცვის ხარისხს და ჩვენს პოტენციალს ეფექტური პასუხისთვის," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics