|
2020-05-05 11:38:06, 1172 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - ოპონირებას საფუძვლად უნდა ედოს საზოგადოებასა და ქვეყანაზე ზრუნვა
პოლიტიკურად ჯანსაღი ოპოზიციის როლი არგუმენტებით მწვავე კრიტიკას, უკეთეს ალტერნატივას, სიტუაციიდან უკეთეს გამოსავალს ნიშნავს და სწორედ ასეთ ოპონირებას საფუძვლად უნდა ედოს საზოგადოებასა და ქვეყანაზე ზრუნვა - ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი facebook გვერდზე საზოგადოებას მიმართავს. მან ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფწბი ვერ იტანენ არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყნის წარმატებას. „პოლიტიკურად ჯანსაღი ოპოზიციის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ვფიქრობ, ნიშნავს: არგუმენტებით მწვავე კრიტიკას, უკეთეს ალტერნატიულ წინადადებებს, სიტუაციიდან უკეთეს გამოსავალს და ა.შ. მიმაჩნია, რომ ასეთ ოპონირებას საფუძვლად უნდა ედოს საზოგადოებასა და ქვეყანაზე ზრუნვა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები, როდესაც: ქვეყნის განვითარება, თუ ეს თვითონ არ/ვერ შეძლეს და აღარც აქვთ ამის რესურსი, ვერ იტანენ არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყნის წარმატებას. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა, „ქართული ოცნების" მთელი ჩვენი გუნდი ჩვენ საზოგადოებასთან ერთად თავგანწირვით იბრძვის პანდემიის წინააღმდეგ, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა/სიცოცხლე და არსებული წარმატება ყველას გვახარებს, ეს ოპოზიციური ჯგუფები ავრცელებენ დეზინფორმაციას! მაშინ, როდესაც ექიმები მაღალი პროფესიონალიზმით აკეთებენ თავის საქმეს, ეს ჯგუფები აქილიკებენ მათ, თუ რატომ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. როდესაც „ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ახორციელებს უზარმაზარ ქველმოქმედებას ჩვენი ხალხისთვის, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ასეთი თანხა არ ჩარიცხულა. ბევრი "მაშინ როდესაც" შეიძლება დაიწეროს და ამას საზოგადოება კარგად ხედავს! სამწუხარდ, ეს ოპოზიციური ჯგუფები მოქმედებენ პრინციპით: თუ თვითონ არ მართავენ, ქვეყნის წარმატებაც კი შურთ! მადლობა ჩვენს საზოგადოებას ნდობისთვის! ერთად ბევრს შევძლებთ!"
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)