16:11 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 19:44:26, 1246 ნახვა

კომენტარი
საფრანგეთი საგანგებო მგომარეობას ახანგრძლივებს

საფრანგეთის ხელისუფლება, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას 2 თვით , 24 ივლისის ჩათვლით გეგმავს. ხელისუფლების შეთავაზებას, შემდეგ კვირას ქვეყნის პარლამენტი განიხილავს. მინსტრთა ჩანაფიქრის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება იურიდიულ და დროებით ჩარჩოებს უზრუნველყოფს კარანტინის ეტოპობრივი შემსუბუქებისას. 

"11 მაისს, არსებული შეზღუდვების ყველა პირობის პირნათლად შერულების შემთხვევაში, ქვეყანაში გადაადგილების თავისუფლება აღდგება და ფრანგებს აღარ მოუწევთ ქუჩებში გაწერილად გადადგილება", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა. 

საგანგებო სიტუაცია მოიცავს სავალდებულო იზოლაციას ქვეყანაში შემოსული საფრანგეთის მოქალაქეთა და სხვა ქვეყნის მოქალაქეთათვის, ასევე პირბადის სავალდებულო ტარებას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტებში.

ოფიციალური პარიზი, კვლავ იუწყება, რომ წინ ვირუსთან ხანგრძლივი თანაცხოვრება ელოდება საფრანგეთის მოქალაქეებს. ეს გვაცნობებს, იმასაც, რომ სკოლები ეტაპობრივად გაიხსნება, 11 მაისიდან დაბალი კლასების მოსწავლეები სკოლებში დაბრუნებას შეძლებენ, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეების რაოდენობა, თითოეულ კლასში განახევრდება და ისინი მუდმივად შეძლებენ ხელების დაბანვას.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics