17:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 12:38:38, 1209 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი სურვილია, რომ გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მათი სურვილია ეკონომიკის გახსნის გეგმები დააჩქარონ, რათა ხელი შეუწყონ ეკონომიკის განვითარებას.

ტიკარაძის თქმით, ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორის ჩართულობასა და სოციალურ პასუხისმგებლობას.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა დეტალურად იმ ექვს გახსნის ეტაპზე, რომელიც მანვე წარადგინა. ჩვენი სურვილია, რომ ეს გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას.

სწორედ ახლა დადგა ის დრო, როცა ჩვენს კერძო სექტორს ეკისრება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის სამსახური უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს იმისათვის, რომ მათ შეძლონ გააქტიურება და გახსნის ღონისძიებები დაჩქარება. ამისათვის საჭიროა მათი რეგისტრაცია და მათი მზაობის დაფიქსირება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრი მოუწოდებს ბიზნესებს, რომ დროულად გაიარონ რეგისტრაცია, რათა ღონისძიებები შეფერხების გარეშე განხორციელდეს.

„მე მოვუწოდებ ყველას, რომ მოხდეს დროული დარეგისტრირება და დროული მომზადება იმისათვის, რომ მთავრობის მხრიდან დაგეგმილი ყველა ღონისძიება განხორციელდეს ყველანაირი შეფერხების გარეშე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics