17:13 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 11:20:42, 1381 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი - ხვალიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ.

მისი თქმით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო კორონავირუსზე ყოველდღიურ შემოწმებებს კვლავ გააგრძელებენ.

„მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 მაისიდან, ხვალიდან გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიებმა და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებაზე. აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებულნი  სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას ხვალიდან. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომლებსაც ახორციელებს სპეციალური ჩამოყალიბებული გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებებს. მინდა თითოეული კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ პასუხისმგებლობით მოეპყრნონ მათ ყოველდღიურ საქმიანობას“, - განცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამიასა და მოსამართლე ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics