2020-05-03 14:52:37, 14960 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.
გარდაცვლილი პაციენტი 58 წლის ქალია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამ დრომდე ინფიცირებულია 589 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან