16:01 - 20 Aug, 2026
|
2015-08-18 10:43:29, 847 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია: ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოში ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს. მისი თქმით, საქართველოში ხორბლის ძალიან დიდი მოსავალია, ამასთან, საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასები გაიაფებულია. „საქართველოში ხორბლის ძალიან მაღალი მოსავალია. ეს შესაძლოა ცალსახად სასურსათო დანიშნულების ვერ იყოს, თუმცა შერევისთვის ეს მისაღები ხარისხია. ამას ემატება ბირჟებზე გაიაფებული ხორბლის ფასი, საერთაშორისო მასშტაბით ხორბალი ყველგან გაიაფებულია. შესაბამისად, ფქვილის ფასის მატების არანაირი ლოგიკა არ არსებობს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. მისივე თქმით, მეწარმეებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ ფქვილსა და ხორბლზე კონტროლი გამკაცრებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)