|
2020-05-02 16:43:07, 2174 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპმა ლგბტ სექს-მუშაკებს შემოწირულობის სახით ფინანსური დახმარება გაუწია
რომის პაპმა, ფრენსისმა კათოლიკური ეკლესიის დიდი ხნის მტრობის შემდეგ, გასულ კვირას ტრანსგენდერ და ლგბტ სექს-მუშაკებს, შემოწირულობის სახით ფინანსური დახმარება გაუწია. მოგეხსენებათ იტალიას განსაკუთრებულად მძიმე დარტყმა მიაყენა პამდემიამ, ხოლო სექს-მუშაკებს კიდევ უფრო დიდი საფრთხე დაემუქრათ, რადგან მათ არ აქვთ წვდომა დასაქამების სფეროში განხორციელებულ დახმარებებზე, განსაკუთრებით მათ ვინც აღნიშნული პროფესიით გაუფორმებლად მუშაობდა. აპრილის შუა რიცხვებში, სიღარიბის ზღვარს მისულმა ტრანსგენდერმა სექს-მუშაკებმა, ქალაქ ტორვიანიკში, ნეტარი ქალწულის ეკლესიას დახმარების სათხოვნელად მიმართეს. ეკლესიის მამამთავარმა ანდრია კონოჩამ მათ საკვების მარაგი მიაწოდა, მაგრამ მათ ამავდროულად საცხოვრებელი ადგილის შესანარჩუნებლად და სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად თანხა სჭირდებოდათ. ისინი დაახლოებით ოცნი იყვნენ, უმეტესესობა ლათინო ამერიკელი და შიდსით დაავადებული ტრანსგენდერი. დროთა განმავლობაში არცერთ სხვა ორგანიზაციას არ გამოუჩენია ინიციატივა მათ დასახმარებლად, მამა ანდრიამ ვერ შეძლო საკმარისი რესურსები მოეძებნა, რის შემდეგაც ვატიკანს მიმართა დახმარებისთვის და ამ კვირაში, რომის პაპმა ფრანცისმა, „პაპის მკურნალის“ სახელით თანხა შესწირა მათ. თუმცა არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ თუ რამდენად საკმარისი იყო თანხის რაოდენობა და კვლავ გაგრძელდებოდა თუ არა შემოწირულობა. „მათ არ ჰქონდათ საკმარისი რესურსი და პასტორს მიმართეს, მათ არ შეეძლოთ პოლიტიკოსისთვის ან პარლამენტარისთვის მიემართათ და პასტორიც მოვიდა ჩვენთან“, - განაცხადა კარდინალმა კონრად კრაევსკიმ. საპასუხოდ პაპმა სამადლობელი აუდიო წერილი მიიღო ტრანსგენდერებისგან სადაც ისინი მადლობას უხდიდნენ პაპ ფრანცისს. „მადლობა ძალიან დიდი, ღმერთმა და ქალწულმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ“, - ნათქვამია აუდიო წერილში. "ჩვენ ვექცევით ამ ადამიანებს ისე, თითქოს ისინი არ არსებობდნენ, ეს ჯანმრთელობაა და სოციალური აუცილებლობა", - განაცხადა მამა ანდრია კონოჩიამ. ეკლესიის განცხადებით, ბევრ ქალს მაფიამ წაართვა პასპორტი, რათა სექს-მუშაკებად ემუშავებინათ და მათი გამომუშავებული ფული მიეთვისებინათ, მათი დახმარება კათოლიკური ეკლესიითვის "ნორმალურ" ფაქტად მიიჩნეოდა, თუმცა ტრანსგენდერების დახმარება გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდა ვატიკანის ტრანს-ფობიურ რიტორიკას. გასულ წელს რომის პაპმა ფრანსისმა დ ავატიკანმა გამოაქვეყნა მემორანდუმი სახელწოდებით "მან შექმნა კაცი და ქალი: დიალოგის გზა გენდერის თეორიის განათლების საკითხში", სადაც გააკრიტიკეს ისინი, ვისი სქესიც არ ემთხვევა დაბადებისას.
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)