|
2020-05-02 13:08:54, 1673 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დიპლომატიური მისიების ძალისხმევით ბოსნია და ჰერცეგოვინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან
საქართველოს დიპლომატიური მისიების ძალისხმევით ბოსნია და ჰერცოგოვინაში, კორონავირუსის გავრცელების გამო ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს 5 მოქალაქე ქ. გრუდეში იმყოფებოდა, საიდანაც, ბოსნია და ჰერცოგოვინას მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას. „ანკარაში საქართველოს საელჩოს, რომელიც ასევე აკრედიტებულია ბოსნია და ჰერცეგოვინაში, უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ბოსნიის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის საჭირო სპეციალური ნებართვის მოპოვება, რის შემდეგაც, შესაძლებელი გახდა მათი ტრანსპორტირება ქ. გრუდედან სერბეთის საზღვრამდე. ხოლო სერბეთში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უზრუნველყო მათი ტრანსპორტირება და შესაბამისი ნებართვების მოპოვება უნგრეთის საზღვრამდე გადაადგილებისთვის. თავის მხრივ, უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდა მათი ტრასნპორტირება ქ. ვენამდე, ხოლო ავსტრიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით კი, მათთვის მოპოვებულ იქნა ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლისა და გამგზავრების ნებართვა. ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, მ/წლის 1 მაისს, ხსენებული საქართველოს მოქალაქეები ქ. ვენიდან ავიარეისით გაემგზავრნენ ქ. მინსკის მიმართულებით, საიდანაც ბელარუსში საქართველოს საელჩოს დახმარებით, ასევე შესაბამისი ავიარეისით გაემგზავრნენ ქ. ერევანში, საიდანაც სომხეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით ორგანიზებული დერეფნის საშუალებით გამოემგზავრნენ სამშობლოში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
გვარამიასა და მოსამართლე ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)