23:46 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 13:00:56, 1549 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში 15 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყობა

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი მოედნებიც მოეწყობა.

პირველ ეტაპზე, ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები 15 მისამართზე განთავსდება. მათგან შვიდზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, შემდგომ კი, რვა მისამართზე გაგრძელდება.

გასართობი ზონების მოწყობა ქერჩის N6 კორპუსის, გლდანის მესამე მიკრორაიონის კორპ N79 „ბ", მეექვსე მიკრორაიონის N21 კორპუსის, მეორე მიკრორაიონის N42 ა კორპუსის, მერვე მიკრორაიონის N24-25 კორპუსების მიმდებარედ და "ა" მიკრორაიონის N54, ასევე მეხუთე მიკრორაიონის N13 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ასევე, გასართობი ზონების მოწყობა უმოკლეს დროში ზაჰესში, ცქიტიშვილის ქუჩა N35, ავჭალის ქუჩა N27 კორპუსის და აფხაიძის ქუჩა N13-15 კორპუსების, თავისუფლების ქუჩა N10 და N27-52 კორპუსებთან დაიწყება.

 ასეთივე ზონები ავჭალაში, ზარზმის ქუჩა N5-7კორპუსის, მუხიანის მეორე მიკრორაიონის N22 და მუხიანის პირველი მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედაც იქნება. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ზონებში სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდება.

 აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ექსიმ მეიდ “ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 299 486 ლარია გათვალისწინებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics