14:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-18 10:09:46, 525 ნახვა

სამართალი
შსს-მ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

როგორც „ექსპრესნიუსს“  შსს-დან აცნობეს, შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონის სამმართველოს და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გელა ქ. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გელა ქ. თანმხლებ პირებთან ერთად, დუშეთის რაიონის სოფელ ანანურში, ტყეში ხეებს ჭრიდა, რა დროსაც, გაუფრთხილებლობით, იქვე მიმავალმა, 1935 წელს დაბადებულმა ვასილ მ-მ მოჭრილი ხის მორით სხეულის დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, გარდაცვლილის ცხედარი იმავე დღეს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში გადაიტანა და თავის საკარმიდამო ნაკვეთში დამარხა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების, შედეგად გელა ქ. დანაშაულის ჩადენიდან მეექვსე დღეს, მცხეთაში დააკავეს. თანამზრახველების დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics