17:51 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 10:54:31, 1163 ნახვა

კომენტარი
მარინა ეზუგბაია - კლინიკაში გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, ხუთს კი, მძიმე პნევმონია აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ერთი კრიტიკული პაციენტი ჰყავთ.

მანევე აღნიშნა, რომ ხუთ პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია, თუმცა ისინი პრობლემური პაციენტები არ არიან და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

„კლინიკაში გვყავს 47 დადასტურებული პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, 5 მძიმე პნევმონიით, თუმცა ეს ხუთი პაციენტი პრობლემურად არ მოიაზრება.

ეზუგბაიამ განაცხადა, რომ მათთან კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალი არ მკურნალობს.

„ჩვენთან კოვიდ ინფიცირებული არც ერთი ექიმი არ მკურნალობს. ჩვენ ინფიცირებული მედპერსონალი არ გვყავს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics