17:54 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 18:02:39, 1289 ნახვა

კომენტარი
სახალხო დამცველი - პანდემიის ფონზე კიდევ უფრო ფართოდ დადგა დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის საკითხი

სახალხო დამცველი მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს შრომითი უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებს.

მათი ცნობით, პანდემიის ფონზე კიდევ უფრო ფართოდ დადგა დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის საკითხი.

„1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა, რომელიც აღნიშნავს მშრომელთა ისტორიულ ბრძოლას მთელ მსოფლიოში და სიმბოლურად დასაქმებულთა ღირსეული სამუშაო პირობებით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს შრომითი უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებს, რაც დღევანდელი მსოფლიო პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მძაფრია.  პანდემიისა და მის სამართავად ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად მრავალი დასაქმებული დარჩა სამსახურის გარეშე, შეუმცირდა ანაზღაურება ან მოუწია უხელფასო შვებულებაში გასვლა, ხოლო დასაქმებულთა ნაწილი დიდი დატვირთვით აგრძელებს მუშაობას (მაგალითად სამედიცინო მუშაკები, სუპერმარკეტების და აფთიაქების თანამშრომლები  და სხვა), ზოგ შემთხვევაში არანორმირებულ რეჟიმშიც (მაგალითად პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები). პანდემიის ფონზე კიდევ უფრო ფართოდ დადგა დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის საკითხი. აღნიშნულ საკითხებს სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა და მომავალშიც მიადევნებს თვალყურს ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics