17:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 17:26:35, 1484 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა და კომპანიების რეგისტრაციის საკითხს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა და კომპანიების რეგისტრაციის საკითხს.

თამარ ბარკალაია აღნიშნავს, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნესსექტორი, პირველ რიგში, აუცილებელია გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს და ამის შემდეგ გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია.

მისივე თქმით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო. 29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი პირებისა და კომპანიების რეგისტრაცია.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნესსექტორი პირველ რიგში, აუცილებელია გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს.

დარწუმნდეს, რომ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიაროს რეგისტრაცია ვებპორტალზე.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი, აუცილებელია ამ ეტაპის გავლა. ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული რეკომენდაციები განთავსებული არის საკანონმდებლო მაცნეზე და ნომერი არის 01 149 ო ბრძანება. ასევე ხელმისაწვდომია ჯანდაცვის ვებგვერდზე, ისევე როგორც ვებსაიტზე Stopcov.ge“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics