|
2015-08-17 18:30:50, 690 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკს ჯერჯერობით ახალი ცხოველები არ მიუღია
თბილისის ზოოპარკს ჯერჯერობით ახალი ცხოველები არ მიუღია. როგორც "ექსპრესნიუსს" ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ განუცხადა, ევროპის ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციაში შემავალი ზოოპარკები მზად არიან, ცხოველები გამოაგზავნონ, თუმცა თბილისის არსებულ ზოოპარკს ცხოველებისთვის შესაფერისი ვოლიერები არ აქვს. შარაშიძის თქმით, ამ დროისთვის არც ახალი ვოლიერების გაკეთება დაწყებულა, რადგან ამჟამად ურო პრიორიტეტული, ძველი ვოლიერების შეკეთებაა. "ცხოველების მიღება არც ისე მარტივი საკითხია. ცხოველების ჩამოყვანაზე ძნელი, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მათი მიღებაა. ივლისში იყო ჩამოსული ჩვენი მენტორი, რომელიც არის ევროპის ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციის წარმომადგენელი, მასთან ერთად ვმუშაობთ ცხოველების ჩამოყვანაზე, ევროპის ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციაში შემავალი ზოოპარკები დაგვეხმარებიან და გამოგვიგზავნიან ცხოველებს, უბრალოდ, იმისათვის, რომ ცხოველი მივიღოთ, მისთვის შესაფერისი ვოლიერი და ტერიტორია უნდა არსებობდეს. ჯერჯერობით ახალი ვოლიერების მშენებლობა არ დაწყებულა, რადგან ამჟამად ძველი, დაზიანებული, ვოლიერების აღდგენა უფრო პრიორიტეტულია. როგორც კი გადავალთ ამ ეტაპზე, მაშინ უკვე შევძლებთ გარკვეული ცხოველების მიღებას. ჩვენ ძალიან ინტენსიურად გვეხმარება ჩეხეთისა და სლოვაკეთის ზოოპარკების გაერთიანება და მათ მანქანაც გვაჩუქეს, რომელიც ზოოპარკის საჭიროებებისთვისაა აუცილებელი და ასევე თანხის შეგროვებაზეც მიდის საუბარი, რომელსაც თავად გაუკეთებენ ორგანიზებას. ასევე ყველა ზოოპარკი არის ჩართული ცხოველების მოძიების პროცესში.ჩვენ ვაგზავნით კოლექციის სიას და ისინი თავის მხრივ, სცდილობენ მოიძიონ ეს ცხოვლები, რომ შემდეგ მოხდეს მათი გამოგზავნა. ვიმეორებ, ეს არ მოხდება სწრაფად იმიტომ, რომ ცხოველებისთვის ვოლიერებია გასაკეთებელი",-აღნიშნა მზია შარაშიძემ და აქვე დასძინა, რომ შესაფერისი ვოლიერების გაკეთების შემდეგ, მხოლოდ იმ ცხოველებს მიიღებენ, რომლებსაც მცირე ტერიტორია სჭირდებათ. იმ ცხოველებს კი, რომლებსაც დიდი ტერიტორია ესაჭიროებათ, ახალ ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ ჩამოიყვანენ. როდის დაიწყება თბილისის ახალი ზოოპარკის მშენებლობა, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შარაშიძის თქმით,მშენებლობისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. კერძოდ, მერიამ ზოოპარკის ახალი ტერიტორიის შემოსასზღვრად საჭირო თანხა გამოყო და მშენებლობაც სავარაუდოდ, მალე დაიწყება. "მერიამ გამოყო თანხები ახალი ტერიტორიის შემოსასზღვრად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოიღობოს ის ტერიტორია, სადაც უნდა განთავსდეს მომავალში ზოოპარკი. "ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი",-აღნიშნა მზია შარაშიძემ.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)