|
2015-08-17 18:04:00, 677 ნახვა
საზოგადოება
სექტემბერში თბილისის ზოოპარკის მხოლოდ ზედა ნაწილი გაიხსნება
სექტემბერში თბილისის ზოოპარკის მხოლოდ ის ნაწილი გაიხსნება, რომელიც 13 ივნისის სტიქიამ ნაკლებად დააზარალა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ განუცხადა. კერძოდ, შარაშიძის განმარტებით, ზოოპარკის ზედა ნაწილი გაიხსნება, რომლის დასუფთავების სამუშაოებიც თითქმის დასრულებულია. "სექტემბერში ვვარაუდობთ გახსნას, უბრალოდ ზუსტი რიცხვი არ ვიცით.საუბარია უშუალოდ ზედა ნაწილზე, ქვედა ნაწილის აღდგენაზე საუბარი არ არის, რადგან ის მთლიანად განადგურებულია. გაიხსნება მხოლოდ და მხოლოდ ზედა ნაწილი, რომელიც წყალდიდობას გადაურჩა. ეს ნაწილი თითქმის დასუფთავებულია, მაგრამ მაინც გარკვეული სამუშაოებია დარჩენილი. ძირითადი ნაგვისგან კი გაწმენდილია. ასევე, ვოლიერების შეკეთებაც გრძელდება. პინგვინების ვოლიერი იყო წყალდიდობის შედეგად დაზიანებული და აღვადგინეთ და დავაბრუნეთ პინგვინები თავის ვოლიერში. კუბური ნიანგი გადავიყვანეთ ნილოსის ნიანგის ვოლიერში, რომელიც ასევე, იყო დაზიანებული და ეს ვოლიერიც აღვადგინეთ. ასე გრძელდება აღდგენის პროცესები და სექტემბერში გავხსნით",-განუცხადა მზია შარაშიძემ "ექსპრესნიუსს".
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)