19:44 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 20:24:24, 1438 ნახვა

კომენტარი
გაბუნია - იმ დაწესებულებაში მომუშავე მედპერსონალს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით აღარ ისარგებლებენ, უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ ემუქრება

 „ჩვენ გვაქვს დღეს განსაკუთრებით მწვავე საჭიროება ოჯახის ექიმებისა და ექთნების, ამდენად უმუშევრობის რისკი არის პრაქტიკულად არარსებული“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ იმ 56 სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით აღარ ისარგებლებენ, უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ ემუქრება.

„დღეს ამაზეც იყო რა თქმა უნდა საუბარი. პირველადი ჯანდაცვის საბჭოზე და მისმა წევრებმა დააყენეს საკითხი იმაზე კი არა, რომ ექიმები უმუშევრები დარჩნენ, არამედ იმაზე თუ თავად რამდენჯერმე ჰქონდათ წლის განმავლობაში ვაკანტური ადგილები გამოცხადებული და ვერ ახერხებდნენ დამატებითი ექიმებისა და ექთნების მოზიდვას. ანუ ჩვენს სისტემაში დღეს უფრო მწვავე პრობლემა გახლავთ ოჯახის ექიმებისა და ექთნების დეფიციტი, ვიდრე ექიმებისა და ექთნების სიჭარბე.

ის 56 დაწესებულება, რომელიც აღარ გააგრძელებენ პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას არიან სპეციალიზებული ტიპის დაწესებულებები. ისინი გააგრძელებენ სხვა პროგრამის ან კერძო დაფინანსების ფარგლებში სერვისების მიწოდებას. იქ დასაქმებული ოჯახის ექიმების დიდი ნაწილისთვის ეს იყო მეორადი სამსახური.

ჩვენ გვაქვს დღეს განსაკუთრებით მწვავე საჭიროება ოჯახის ექიმებისა და ექთნების, ამდენად უმუშევრობის რისკი არის პრაქტიკულად არარსებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics