2015-08-17 16:51:00, 678 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3206 ლარი ეღირება. დღეს კი მისი შეძენა 2.3231 ლარადაა შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.5754 ლარი ეღირება. დღეს კი მისი შეძენა 2.5949 ლარადაა შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0195 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან