22:18 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 15:34:27, 1487 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭო, მთავრობის მიერ წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავს

აჭარის უმაღლესი საბჭო, მთავრობის მიერ წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავს.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მმართველი გუნდის წარმომადგენლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, რომ 20 მილიონი ლარი კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საკმარისი არაა.

„ბიუჯეტს საგანგებო არ შეიძლება ეწოდოს იქიდან გამომდინარე, რომ 20 მილიონი ლარი საგანგებო ბიუჯეტი სასაცილოა.

თავისუფლად შეიძლება გამოთავისუფლდეს ნახევარი მილიონი ლარი და რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება. არ უნდათ მათ კომფორტის მოშლა“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადება დემაგოგიაა და მეტი არაფერი.

„გუშინ ამ ყველაფერს ჩვენ დემაგოგია ვუწოდეთ. ეს დემაგოგიაა და მეტი არაფერი. არც ერთი საქმიანი შენიშვნა, დაახლოებით ერთი საათია ვმუშაობთ, არ მოგვისმენია“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სხდომა კლავ მიმდინარეობს. სხდომაზე საგანგებო ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ. სხდომას 21 დეპუტატიდან 19 ესწრება. როგორც ცნობილია, ბიუჯეტის დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics