|
2020-04-29 16:05:04, 1840 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ საზოგადოებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმას სთავაზობს, რომელიც 6 მილიარდი ლარის ოდენობით დახმარებას ითვალისწინებს
„ევროპული საქართველო“ საზოგადოებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმას სთავაზობს, რომელიც 6 მილიარდი ლარის ოდენობით დახმარებას ითვალისწინებს. პარტიის შეფასებით, ივანიშვილის მთავრობის მიერ მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკის გადარჩენისათვის, წარმოდგენილი გეგმა დაგვიანებული არასაკმარისი, გაუმჭვირვალე და უშედეგოა. „ „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას სთავაზობს გეგმას, რისი მიხედვითაც აუცილებელია დღევანდელი ბიოროკრატიული და ინფრასტრუქტურული ხარჯების 1.7 მლრდ-ით შემცირების, საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაბრუნების (650 მლნ) და მომავალი 8 თვის მანძილზე ამ შენატანების შეჩერების (325 მლნ), საერთაშორისო დახმარების მიღების გზით (1.1 მლრდ დოლარი), 6 მლრდ ლარის მობილიზება, რაც შესაძლებელს გახდის: 1. მოქალაქეებს ვინც დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა ხელფასი, სახელმწიფო დაეხმაროს მომავალი 8 თვის მანძილზე, ხელფასის ან დანაკლისის 50%-ით. ამით მოვახერხებთ საშუალო შემოსავლის ოჯახების გადარჩენას, რომელთა ფინანსურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული ათი ათასობით უფრო გაჭირვებული მოქალაქე და მთლიანად ეკონომიკა. ხელისუფლება 200 ლარს სთავაზობთ, მხოლოდ იმათ ვინც ოფიციალურად დაკარგავს ხელფასს. 2. ეპიდემიამ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დააყენა თვითდასაქმებულები, საქართველოს კი ასეთი 840 000 მოქალაქე ჰყავს. ევროპული საქართველო მათ 400-ლარიან დახმარებასა და 120- ლარიან კომუნალურ ვაუჩერს სთავაზობს. ხელისუფლება კი გაუმჭვირვალე და უსამართლო წესს ამკვიდრებს, რისი მიხედვითაც ყოველი სამი თვითდასაქმებულიდან ორი დახმარებას ვერ მიიღებს. 3. მნიშვნელოვანია რომ მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, დაიბრუნონ მათ მიერ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა. ყველა დასაქმებული საშუალოდ 500 ლარს დაიბრუნებს, ხოლო მეწარმე თითოეულ დასაქმებულზე 225 ლარს. 4. ხელისუფლება არაფერს ძირეულსა და ღირებულს არ სთავაზობს პენსიონერებს, არადა ამ ჯგუფის მხრიდან იზოლაციის წესების დაცვა, შესაბამისად ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობისგან თავის შეკავება, მნიშვნელოვანია პანდემიის სამართავად. ევროპული საქართველო საჭიროდ მიიჩნევს, კომუნალურ გადასახადებზე 120 ლარიან ვაუჩერსა და 400 ლარიან ფულად დახმარებას. 5. ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს გადასახადების შესამცირებლად. ევროპულ საქართველოში კი მიიჩნევენ, ეკონომიკის გადასარჩენად და ასი ათასობით ოჯახის სიღარიბისგან სახსნელად, მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით, ხოლო შემდეგ მისი 10%-ზე გაჩერება (1.7 მლრდ ლარი) , ასევე საწვავზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება (150 მლნ), ქონების გადასახადის განულება (390 მლნ) ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადის ცვლილება და მხოლოდ გაყიდული საქონლის დაბეგვრა”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)