17:09 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-29 15:23:36, 1662 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - სააკაშვილთან დაკავშირებული საკადრო გადაწყვეტილება არ ღირს იმად, რომ უკრაინასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას რისკები შეექმნას

„მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე იქნება გაუგებარი და არამეგობრული გადაწყვეტილება და დააზიანებს ჩვენსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნისა და უკრაინის რადას სპიკერისადმი გაგზავნილ წერილზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის განცხადებებს ოპონენტთა მხრიდან მწვავე რეაქციები არ მოჰყოლია.

„ვიტყოდი, რომ ეს იყო უფრო სუსტი რეაქციები, ვიდრე მწვავე და ძლიერი. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, ამ ოპოზიციის შიგნითაც უკვე ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უკვე არის წარსულის თემა და მიხეილ სააკაშვილი მომავალში ვეღარ იქნება ოპოზიციის ლიდერი საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ამას ოპოზიციაში უკვე ბევრი ხვდება, ამიტომ, რა რეაქციებიც გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან, ეს იყო "სავალდებულო განცხადებები". მე ამას ვერ დავარქმევდი ძლიერ რეაქციებს. არგუმენტაციაც სუსტი მოვისმინე. ერთადერთი არგუმენტი ის ქონდათ, ხომ არ არის ეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ჩარევა უკრაინის პოლიტიკაში, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ამაზე პასუხი იმთავითვე ცხადი იყო, როდესაც ჩვენ განცხადებები გავაკეთეთ - მიხეილ სააკაშვილი მძიმე ბრალდებებით არის გასამართლებული საქართველოში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, თუმცა, მისი თქმით, ვერხოვნა რადას სპიკერისთვის წერილის გაგზავნა სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ არის.

„უკრაინის არჩევნებში სააკაშვილმა 0.4% მხარდაჭერა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მას უკრაინელმა ხალხმაც უარი უთხრა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლანს ტროტუარზე დგომისთვის, სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს 1975 წელს დაუძმობილდა, თბილისთან პოლიტიკური ვითარების გამო კავშირს წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics