00:20 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 14:08:43, 640 ნახვა

სამხედრო
ქართველი ჯარისკაცი პარაკანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადება

ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ახმედ საფაროვი იტალიაში  პარაკანოე კაიაკის  მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადება. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრის წინ ნიჩბოსნობაში სპეციალური მომზადების გავლაში საფაროვს საქართველოს ჯომარდობის ფედერაცია დაეხმარება, რომელმაც ქართველ სამხედრო მოსამსახურეს მომავალი ტურნირისთვის მწვრთნელი გამოუყო.

პარაკანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ქალაქ მილანში 19-23 აგვისტოს გაიმართება. ახმედ საფაროვმა კანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სარეაბილიტაციო კურსის გავლის დროს გამოთქვა.

მსოფლიო ჩემპიონატში  საფაროვის მონაწილეობას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე ეხმაურებიან. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ავღანეთში დაჭრილ სამხედროს წარმატებებს უსურვებენ და აღნიშნავენ, რომ  დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაცია და  სპორტის სხვადასხვა სახეობაში მათი ხელშეწყობა სამინისტროსთვის  ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსოფლიო ჩემპიონატზე  თავად კანოე კაიაკის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიწვია. მილანში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც გათამაშდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსგავსი ტიპის შეჯიბრში მონაწილეობს.

III  ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის რიგითი ახმედ საფაროვი ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობის დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა. საფაროვმა სარეაბილიტაციო კურსი ვაშინგტონში, ვოლტერრიდის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics