19:45 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-29 11:20:03, 1237 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე - მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული  განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი დღემდე არ მიუწვევია პრეზიდენტ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში და ეს ვიზიტი არაერთხელ გადადო უკრაინულმა მხარემ.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო მიმართული ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. იმიტომ, რომ დღეს საქართველოს არ ჰყავს უკრაინაზე უკეთესი მოკავშირე, რაც შეეხება როგორც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემის წამოწევას საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.

მიხეილ სააკაშვილი იქნება ვიცე-პრემიერის თუ რაიმე სხვა თანამდებობაზე, სავარუდოდ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უკრაინის პოლიტიკაში და მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი დღემდე არ მიუწვევია პრეზიდენტ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში და ეს ვიზიტი არაერთხელ გადადო უკრაინულმა მხარემ“, - განაცადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშნის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ყოვლად გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანის ნებისმიერ საჯარო პოზიციაზე შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ის მძიმე კოროფციულ დანაშაულებშია ბრალდებული“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics