23:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 12:01:37, 532 ნახვა

ეკონომიკა
„ევროპა-ბეთის“ შეძენის შემდეგ საქართველოს „ბეთსონ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია

მას შემდეგ, რაც “ბეთსონმა“ ქართული ონლაინ სათამაშო კომპანია „ევროპა-ბეთი“ 2015 წლის ივნისში შეიძინა, „ბეთსონ მალტის“ გენერალური დირექტორი, ულრიკ ბენგტსონი 10-12 აგვისტოს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

მან შეხვედრები გამართა როგორც ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივ ჟურნალისტებთან.

„ლიდერი ქართული ონლაინ თამაშების ოპერატორის შეძენა არის „ბეთსონის“ განვითარების სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ხორციელდება. „ბეთსონს“ აქვს შთამბეჭდავი ზრდის ტენდენცია დიდი ხნის მანძილზე. ჩვენი სტრატეგიის ნაწილი იყო კომპანიების შეძენა. ბოლო 3 წლის განმავლობაში შევიძინეთ 4 კომპანია, ეს გარიგებაც ამ სტრატეგიის გაგრძელებაა. „ევროპა-ბეთი“ იმ რეგიონშია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, რადგან გვყავს პარტნიორები და ბრენდები მეზობელ ქვეყნებში“, - განაცხადა ბენგტსონმა.

როგორც ქართულ ონლაინ სათამაშო კომპანიაში აცხადებენ, “ევროპა-ბეთი“ არის საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ თამაშების ოპერატორი, 30 %-იანი საბაზრო წილით, ხოლო „ბეთსონის“ სრული ინვესტიცია ამ შენაძენში არის 85 მლნ. აშშ დოლარი. პირველადი განხილვის საფუძველზე კომპანიის აქციები შეძენილ იქნა 50 მლნ. აშშ დოლარად, დანარჩენი 35 მლნ. აშშ დოლარის ინვესტირება 1 წლის შემდგომ მოხდება იმ პირობით, თუ სათამაშო რეგულაციები არ შეიცვლება. “ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ ბიზნესი საქართველოში“, ასევე, ის 750 ადამიანი, ვინც მუშაობს კომპანიაში. „ბეთსონი“ არ განიხილავს ცვლილებებს „ევროპა-ბეთის“ არსებულ მენეჯმენტში, მათი მაღალი პროფესიანლიზმი და კორპორატიული კულტურა ბეტსონ ჯგუფის ფასეულობებს ემთხვევა“, - აღნიშნა „ბეთსონ მალტის“ გენერალურმა დირექტორმა.

ბენგტსონის თქმით, „ბეთსონი“ მოიზიდა საქართველოში არსებულმა სტაბილურმა საკანონმდებლო გარემომ, რომელიც ქვეყნისთვის კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან შედარებით. „კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ჰქონდა ამ გარიგებას აზრი, არის საქართველო, რომელიც წარმოადგენს რეგიონში კუნძულს, რეალურად ყველაზე მყარი, პროგნოზირებადი, სამართლიანი და კომერციულად სიცოცხლისუნარიანი სალიცენზიო რეჟიმით, რაც ჩვენ ძალიან მოგვეწონა და მჭიდროდ გავეცანით“, - განაცხადა მან. ამასთან, შენაძენზე საუბრისას, ბენგტსონი ასევე აღიშნავს: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს და გვჯერა, რომ ასევე დიდი მომავალი აქვს „ევროპა-ბეთს“. ცნობისთვის, რეგიონში სხვა სათამაშო ოპერატორების მსგავსად, „ევროპა-ბეთის“ შემოსავლები უპირატესად ონლაინ თამაშებზე მოდის. 2014 წელს კომპანიის შემოსავლის რაოდენობა 52.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, აქედან 40.8 მლნ. აშშ დოლარი ონლაინ ოპერაციებიდან იყო. “ბეთსონს“ ასევე აქვს ოფისი კიევში, რომელიც ფოკუსირებულია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე. “ბეთსონის“ სტრატეგია ორიენტირებული იქნება „ევროპა-ბეთის“ მომხმარებელთა გამოცდილების გამარტივებაზე, გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, მობილურ გადაწყვეტილებებსა და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics