01:01 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 11:05:50, 1293 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფოსტა მომხმარებლებს სთავაზობს ახალ სერვისს - „სახლიდან სახლში“

საქართველოს ფოსტის ახალი სერვისის „სახლიდან სახლში“ დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის გზავნილის სახლიდან გაუსვლელად გაგზავნა მთელი საქართველოს მასშტაბით. მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის ქოლ ცენტრის მეშვეობით, რომლის საფუძველზეც კურიერი განახორციელებს აღნიშნული შეკვეთის შესრულებას, მოგაკითხავთ მისამართზე და უზრუნველყოფს თქვენი გზავნილის შესაბამისი ადრესატისთვის გადაცემას.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც განპირობებული იქნა ვირუსის COVID-19-ის გავრცელებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა სერვისი, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს  საშუალებას მისცემდა სახლიდან გაუსვლელად მიეღოთ საფოსტო მომსახურება ქვეყნის შიდა გზავნილებზე და ამავდროულად დაეცვათ რეკომენდაცია „დარჩით სახლში“, რათა ხელი შევუწყოთ ვირუსის გავრცელების პრევენციას“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

საქართველოს ფოსტის თანამშრომლები სრულად არიან აღჭურვილნი დამცავი საშუალებებით: სადეზინფექციო ხსნარით, ხელთათმანებით, ნიღბებით და დამცავი ფარებით. ასევე კომპანია გზავნილთა მიღება/ჩაბარებას ახორციელებს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სერვისს. „სახლიდან სახლში“ სერვისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე gpost.ge, ხოლო სერვისით სარგებლობისთვის დაუკავშირდით საქართველოს ფოსტის ქოლ ცენტრს 264 96 49.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით და გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics