|
2020-04-27 19:21:01, 1640 ნახვა
კომენტარი
კალაძე მერაბიშვილის ინტერვიუზე - ინტერვიუმ ცხადად დაგვანახა ვისთან გვქონდა საქმე და რა ხალხი მართავდა ქვეყანას
„მერაბიშვილის ინტერვიუმ სრული სიცხადითა და “ბრწყინვალებით” დაგვანახა, თუ ვისთან გვქონდა საქმე, რა ხალხი მართავდა ქვეყანას და რა საფრთხე დაემუქრება საქართველოს, თუკი ამ ხალხს ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა მიეცემა“,- ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ჩართვისას, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუ.
კახა კალაძის განცხადებით, მერაბიშვილის ინტერვიუს ჩვენება გარკვეულწილად სასარგებლოც კი იყო.
„მერაბიშვილის ინტერვიუს ჩვენება ძალიან სასარგებლო იყო და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ მის ორგანიზატორებს, რადგანაც დროის გასვლის, ასაკის, ზოგიერთის მხრიდან განზრახ გულმავიწყობის, თუნდაც “ქართული ოცნების” პროპაგანდის არქონის (იმედია ამას არ მიწყენენ ჩემი თანაგუნდელები), თუ სხვა ფაქტორების გამო, ჩადენილი დანაშაულები ადამიანებს ავიწყდებათ. მერაბიშვილის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურდა, რომ არც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, არც ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთის წარმომადგენლები ერთი წამითაც არ განიცდიან სინანულს იმ სისასტიკის და იმ არაერთი მოსპობილი სიცოცხლის გამო, გაუბედურებული ოჯახების გამო, რაც პირადად მათ გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებს უკავშირდება, იქნება ეს გირგვლიანის, რობაქიძის საქმე თუ აღარ გავაგრძელებ, სამწუხაროდ უამრავია ასეთი დაზარალებული და გაუბედურებული ოჯახი“,- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის, კახა კალაძე სანდრო გირგვლიანის საქმეზეც გაამახვილა ყურადღება. „ცინიზმის მწვერვალია, რომ გირგვლიანის საქმეზე საუბრისას, რომელშიც მერაბიშვილის ოჯახის წევრიც ფიგურირებდა და მონაწილეობდა, მისი შეფასებით, გირგვლიანის ოჯახს უბრალოდ დისკომფორტი შეექმნა. გუშინდელ ეთერში მისი მხრიდან ლიკვიდაციაზე, ვითომ წამოცდენა, რეალურად სისტემის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო, ხოლო მერაბიშვილი და მისი ჯალათები ამ სისტემის ე.წ. ხერხემალი. ერთადერთი, რაც მათ ადარდებთ გამოიკვეთა გუშინ კარგად, ის არის, რომ ქართველ ხალხზე უფრო მეტად არ იძალადეს და მათი აზრით, სწორედ ამიტომ ვერ მოახერხეს ხელისუფლების შენარჩუნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)