2020-04-27 12:58:45, 2217 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა და 3,003,895-ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები worldometers.ge-ზეა განთავსებული.
ამავე სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, რომელმაც 987,322-ს მიაღწია.
მეორე ადგილზეა ესპანეთი, სადაც კორონავირუსის 226,629 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
მესამე ადგილზეა იტალია, სადაც ამ ეტაოზე 197,675 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო მეოთხე ადგილს საფრანგეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 162,100 ადამიანი დაინფიცირდა.
ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი 882,677-მა ადამიანმა დაამარცხა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,