04:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 11:24:43, 7783 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - თუ ქვეყანას აგრესიული ტესტირება ხშირად არ დასჭირდება, ესეიგი დაავადების გავრცელება ზომიერია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით 25 აპრილს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყანას ხშირად არ დასჭირდება აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი.

„რატომ იგებს ადამიანების ნაწილი, ჯგუფი, ამას როგორც ფაქტს, არ ვიცი, მაგრამ მე გამოვთქვი სურვილი - ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი. მე განმარტება გავაკეთე ამ მიცემულობასთან მიმართებით. ვინ როგორ გაიგო, არ ვიცი, მაგრამ განვმარტავ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა 25 აპრილს თქვა, რომ წინა დღეს ქვეყანაში დიდი რაოდენობით აგრესიული კვლევა ჩატარდა და 24 საათის განმავლობაში 25 დადასტურებული შემთხვევა სწორედ ამის შედეგი იყო. ეზუგბაიამ იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და ასეთი შედეგი არ იქნება.

გუშინდელი დღე იყო დღე, როცა ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად ჩატარდა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის კვლევა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია.

ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა აგრესიული ტესტირების შედეგი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics