21:26 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 10:45:36, 1327 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მადლობა „საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებს ასეთ მნიშვნელოვან დროს ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდში დგომისთვის

 „მადლობა „საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებს ასეთ მნიშვნელოვან დროს ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდში დგომისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„COVID-19 ვირუსის პანდემიით გამოწვეული მოვლენებიდან გამომდინარე, „საქართველოს ფოსტამ", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიამ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უმოკლეს დროში მოახერხა უსაფრთხოების მაღალი ზომების მიღება. დღეს ფოსტის თანამშრომელთა დიდ ნაწილს საველე სამუშაოს შესრულება, რაც მათი საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე აუცილებელია და დისტანციურად ვერ განხორციელდება. კომპანია გზავნილთა ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა „საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებს ასეთ მნიშვნელოვან დროს ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„საქართველოს ფოსტა" 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან (80.000 პირი), მედიკამენტებსა და პირბადეებს ბინაზე აწვდის. ამასთანავე, ფოსტის კურიერები პირბადებით უზრუნველყოფენ 70 წელს გადაცილებულ მარტო მცხოვრებ პენსიონერებს (41.000 პირი) და შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებით და პირბადეებით (1.200-მდე).

„საქართველოს ფოსტამ" ასევე წარმატებით უზრუნველყო მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანიის სერვისცენტრებში, საფოსტო გაცვლის და დახარისხების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, თანამშრომლები აღჭურვა დამცავი საშუალებებით: სადეზინფექციო ხსნარებით, ხელთათმანებით, ნიღბებით და დამცავი ფარებით.

„დღეისათვის „საქართველოს ფოსტის" 1.500-მდე თანამშრომელი გაორმაგებული ძალებით აგრძელებს მუშაობას რათა უზრუნველყონ სერვისების მიწოდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics