21:03 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 11:01:18, 5846 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

მისი თქმით, მათ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა უცვლელია და 17 პაციენტი კვლავ მძიმე პნევმონიით რჩება.

„ჩვენთან 46 პაციენტი წევს, აქედან 45 არის დადასტურებული შემთხვევა. ახალი პაციენტი გახლავთ ერთი, ბოლნისის წყაროდან. ახალგაზრდა პირი და მას არც თანმდევი დაავადებები არ აქვს და არც რისკჯგუფში არ შედის. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გუშინ ჩაუტარდა რადიოლოგიური გამოკვლევა და გაფართოებული კვლევები, შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის პნევმონია, თავისი ზოგადად საშუალო მდგომარეობით.

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. გვყავს 45 დადასტურებული, აქედან 17 მძიმე პნევმონიით რჩება. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. გვყავს ცხრა მოზარდი, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული დაგვემატა, რომელმაც დატოვა კლინიკა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics