03:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 17:31:24, 15001 ნახვა

ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართულ შეხვედრაზე ბათუმში ჩატარებულ ოზონოთერაპიის წარმატებულ შედეგებზე ისაუბრეს

ინფექციური ცცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით ბათუმის კლინიკაში ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა მკუნალობამ, რომელიც ოზონოთერაპიას გულისხმობს ინფიცირებუი პაციენტები 8-9 დღეში გაათავისუფლა დაავადებისგან.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული პროტოკოლის მიხედვით მკურნალობისას საუკეთესო შემთხვევაში პაციენტები 14, 20 ან 21 დღეში ინკურნებიან, ოზონო თერაპიამ კი დღეების რაოდენობა შეამცირა.

„ეს შეხვედრა მოეწყო თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინიციატივით და ეს იყო პირველი მცდელობა ერთად შევკრებილიყავით ის ექიმები, ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები და ეპიდემიოლოგები ვინც ყველაზე მეტად არიან ჩართულნი კოვიდ იფექციათან ბრძოლაში.

ეს შეხვედრა იყო დროული და მნიშნელოვანი, იმიტომ რომ მოხდა წინასწარი შედეგების განხილვა გაიმართა დისკუსია ამ დაავადებების თავისებურებაზე, პირველ ქართულ გამოცდილებაზე, წარმატებულ ნაბიჯებზე და გამოწვევებზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ შეხვედრის შემდეგ თითოეული მონაწილის ცოდნა და გამოცდილება გაიზარდა რაც წარმატებით იქნება გამოყენებული ამ ინფექციის მართვაში.

იყო საუბარი, ზოგიერთ ახალ მიდგომაზე, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და შესაძლოა იყოს პერსპექტიული. იყო ბათუმის კლინიკის გამოცდილებაზეც, რომლებმაც ოზონო თერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს. წინასწარი მონაცემებით მათ 4 პაციენტზე გამოიყენეს ეს თერაპია და სამ პაციენტს ვირუსი მე-7 და მე-9 დღეს გაუქრა. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა ეს საოცარია, იმიტომ რომ ჩვენ პაციენტებს ვირუსი მე-14 ხან მე-20 ან 21-ე დღეს უქრებოდათ.

ოზონოთერაპია, ოზონის ადამიანის ორგანიზმში შეყვანას გულისხმობს, სპეციალური დანადგარის მეშვეობით. ეს დანადგარი გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება  ხსნარში და ინტრო ვენულად გადაესხმება პაციენტს“, - განაცხადა ცერცვაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics